ბათუმში სტარტი აიღო ფიდეს მსოფლიო თასის გათამაშებამ 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

23 ივნისს, ფიდეს მსოფლიო თასის 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის გახსნის ცერემონია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს.

ტურნირი ტარდება საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით.

ტურნირი იმართება სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიო”-ში და ასპარეზობაში მონაწილეობას ღებულობს 40-მდე ქვეყნის 300 სპორტსმენი. თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრულია ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით ტურნირის დებულების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველა პარტია ლაივ დაფებზე თამაშდება.

საქართველოდან ასპარეზობაში ჩართულია 68 სპორტსმენი, მათ შორის 13 აჭარიდან:

  1. ბერიძე მათე (8 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  2. კახიძე ლაშა (8 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  3. აბულაძე ანნა (8 წლამდე გოგონათა შორის)
  4. შაინიძე ნატა (8 წლამდე გოგონათა შორის)
  5. შავაძე მარიამი (8 წლამდე გოგონათა შორის)
  6. სხვიტარიძე დანიელი (10 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  7. გოგუაძე მარიამ (10 წლამდე გოგონათა შორის)
  8. ინაიშვილი ბარბარე (10 წლამდე გოგონათა შორის)
  9. დიასამიძე რატი (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  10. მახარაძე დემეტრე (12 წლამდე ჭაბუკთა შორის)
  11. ბოლქვაძე ნინო (12 წლამდე გოგონათა შორის)
  12. მელაძე ანასტასია (12 წლამდე გოგონათა შორის)
  13. მღვდლიშვილი ბელლა (12 წლამდე გოგონათა შორის)

ტურნირის განრიგი:

22 ივნისი ჩამოსვლის დღე
23 ივნისი10:00კაპიტნების შეხვედრა
23 ივნისი14:30გახსნა
23 ივნისი15:001 ტური
24 ივნისი15:002 ტური
25 ივნისი15:003 ტური
26 ივნისი15:004 ტური
27 ივნისი15:005 ტური
28 ივნისი15:006 ტური
29 ივნისი15:007 ტური
30 ივნისიმსოფლიო ჩემპიონატი კომპოზიციების ამოხსნაშიდასვენების დღე
30 ივნისიოფიციალური მწვრთნელების ტურნირიდასვენების დღე
1 ივლისი15:001 ტური
2 ივლისი12:002 ტური
2 ივლისი ტაი – ბრეიქი
2 ივლისი20:00დახურვა
3 ივლისი გამგზავრება

ღონისძიების გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ: ფიდეს სპეციალურ დავალებათა დირექტორი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი აკაკი იაშვილი, ქ. ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი მურვანიძე, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი აბულაძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირმა ნიჟარაძე და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: