5 ტურის შემდეგ

V ტური ჩვენი ნაკრებებისთვის წარმატებით დასრულდა. ქალების პირველმა და მეორე გუნდებმა ანგარიშით 2.5:1.5  დაამარცხეს სომხეთისა და ესპანეთის ნაკრებები.  ქალების მესამე გუნდმა  საბერძნეთთან 1.5-2.5 ითამაშა.

მამაკაცების პირველმა ნაკრებმა დიდი ანგარიშით 4:0 მოუგო მაკედონელებს. მეორე ნაკრები დიდი ბრძოლის შემდეგ ჩეხეთის გუნდთან დამარცხდა 1:3.

5 ტურის შემდეგ შემდეგი მდგომარეობაა:

საქართველოს ქალთა პირველი ნაკრები მეორე ადგილზეა, მას წინ უსწრებს რუსეთი. ქალთა მეორე ნაკრები მე-6 პოზიციას იკავებს.

მამაკაცებში საქართველოს პირველი გუნდი მე-9 პოზიციაზეა, ტურნირის  სათავეში კი უკრაინის და რუსეთის გუნდები არიან.

მე-6 ტურში ჩვენები შეეჯიბრებიან:

ქალები:

სერბეთი – საქართველო
საქართველო2 – პოლონეთი
საქართველო3 – ჰოლანდია

მამაკაცები:

საქართველო – ჩეხეთი
საქართველო2 – შვედეთი

29 ოქტომბერს ტურნირში დასვენების დღეა. თამაშები გაგრძელდება 30 ოქტომბრიდან 15:00 საათზე. ბოლო ტური გაიმართება 2 ნოემბერს 11:00 საათზე.

ტურნირის ყველა პარტია პირდაპირ ეთერში გადის. პარტიებს აკომენტარებენ ვალერი გაფრინდაშვილი და ქეთი წაწალაშვილი.