ქ. ხონში დასრულდა საერთაშორისო ფესტივალი სწრაფ ჭადრაკში – “ხონი-2019”.
ტურნირი გაიმართა ღია და 6, 8, 10, 12 წლამდე ასაკობრივ კატეგორიებში.
ფესტივალი მიმდინარეობდა ფიდეს წესებით, შვეიცარულის სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 10 წუთი 10 წამის დამატებით.
ჩემპიონატში მონაწილეობდა 215 მოჭადრაკე. აჭარიდან ასპარეზობდა 10 სპორტსმენი. სასიხარულოა, რომ მათ შორის ხუთმა მოჭადრაკემ მოიპოვა მედლები:
I ადგილი მამაკაცთა ტურნირში – თენგიზ დიდმანიძე
I ადგილი ქალთა ტურნირში – ნათია ვაჩეიშვილი
III ადგილი ქალთა ტურნირში – ნინო კეკელიძე
II ადგილი 10 წლამდე გოგონებში – თიკო ბერაია
III ადგილი 10 წლამდე გოგონებში – მარიამ კალანდაძე