44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა

ინდოეთის ქალაქ ჩენაიში 28 ივლისიდან 10 აგვისტოს ჩათვლით 44-ე საჭადრაკო ოლიმპიადა გაიმართება. ვაჟთა ჩემპიონატზე დარეგისტრირებულია 189 გუნდი, ხოლო ქალთა შორის 162.

ღონისძიების ორივე კატეგორია ჩატარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 11 ტურად. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი დარჩენილი თამაშისთვის, პირველივე სვლიდან 30 წამის დამატებით.

განრიგი:

გუნდის შემადგენლობა: გუნდები შედგება 5 მოთამაშისგან, 4 ძირითადი და 1 სათადარიგო.

საქართველოს ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა დაფების მიხედვით:

  • ბაადურ ჯობავა (2585)
  • მიხეილ მჭედლიშვილი (2593)
  • ლუკა პაიჭაძე (2561)
  • ლევან ფანცულაია (2581)
  • თამაზ გელაშვილი (2545)

მწვრთნელები: პაველ ელიანოვი, ილია კაკუშაძე და დავით ჯოჯუა, რომელიც ასევე არის გუნდის კაპიტანი.

საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობა დაფების მიხედვით:

  • ნანა ძაგნიძე (2531)
  • ნინო ბაციაშვილი (2466)
  • ლელა ჯავახიშვილი (2476)
  • სალომე მელია (2384)
  • მერი არაბიძე (2426)

გუნდის კაპიტანი და მწვრთნელი – ზურაბ სტურუა