25-ე ევროპის ქალთა ჩემპიონატი

24 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით, ქ. ბათუმი უმასპინძლებს 25-ე ევროპის ქალთა ინდივიდუალურ ჩემპიონატს 2026. ასპარეზობა ევროპის საჭადრაკო კავშირის, საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდება.

ღონისძიება ტარდება 11 ტურად, შვეიცარული სისტემით. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამტებით.

შეჯიბრება სასტუმრო Euphoria-ში გაიმართება.

ტურნირის განრიგი:

საპრიზო ფონდი 60 000 ევროს შეადგენს, საიდანაც 10 000 ევრო ღონისძიების გამარჯვებულისთვისაა განკუთვნილი.