2026 წლის Total Chess World Championship Tour-ის საპილოტე ღონისძიების მონაწილენი

FIDE და Norway Chess აცხადებს პირველ 16 მოთამაშეს, რომლებმაც მოიპოვეს 2026 წლის Total Chess World Championship Tour-ის საპილოტე ტურნირზე „Total Chess 2026 Pilot“ მოწვევის მიღების უფლება, რომელიც მოიცავს კლასიკის, სწარფისა და ელვისებური ჭადრაკის კომბინირებულ ახალ შეჯიბრს.

საპილოტე ტურნირი 2026 წლის 3-15 ოქტომბერს გაიმართება. ღონისძიების ჩატარების ადგილი მოგვიანებით გამოცხადდება. კვალიფიციური მოთამაშეებისთვის ოფიციალური მოსაწვევები გაიგზავნება უახლოეს დღეებში.

ფიდეს მიერ დამტკიცებული კრიტერიუმების საფუძველზე, მონაწილეობას მიიღებენ იანვრის კლასიკური რეიტინგის სიის 13 საუკეთესო მოთამაშე, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი, ასევე მსოფლიოს სწრაფი და ელვისებური ჩემპიონატების დამატებითი ელიტური კვალიფიკაციის მქონე მოთამაშეები.

მოთამაშეები, რომლებმაც მოიპოვეს მოწვევის მიღების უფლება:

მსოფლიო ჩემპიონები:

  • გუკეშ დომარაჯუ – მსოფლიო ჩემპიონი;
  • ჯუ ვენჯუნი – ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონი.

2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სამი მედალოსანი:

  • მაგნუს კარლსენი
  • ვლადისლავ არტემიევი
  • არჯუნ ერიგაისი

2025 წლის მსოფლიოს ელვისებური ჩემპიონატის 2 მონაწილე:

  • ნოდირბეკ აბდუსატოროვი
  • მაქსიმ ვაშიერ-ლაგრავი 

ტოპ 9 რეიტინგის მქონე მოთამაშე (2026 წლის იანვრის სია):

  • ჰიკარუ ნაკამურა
  • ფაბიანო კარუანა
  • ვინსენტ კეიმერი
  • ანიშ გირი
  • ალირეზა ფირუჯა
  • რამეშბაბუ პრაგნანანდა
  • ვეი ი

ჩანაცვლების კრიტერიუმების მიხედვით კიდევ შეივსება ორი ​​ადგილი:

  • უესლი სო
  • ვიშვანათან ანანდი 

შეჯამებისთვის, 2026 წლის Total Chess-ის საპილოტე ტურნირზე მოწვევის მიღების უფლება ამჟამად 16 მოჭადრაკეს აქვს მინიჭებული, მათ შორის:

  • იანვრის კლასიკური რეიტინგის ტოპ 13 მოთამაშე 
  • დიდოსტატი ვლადისლავ არტემიევი
  • მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი
  • ქალთა მსოფლიო ჩემპიონი, დიდოსტატი ჯუ ვენჯუნი

შემდეგი ორი მოთამაშე, რომლებიც მოწვევის მიღების უფლებას მოიპოვებენ, 2026 წლის აპრილში გახდება ცნობილი, FIDE-ს პრეტენდენტთა ტურნირისა და FIDE-ს ქალთა პრეტენდენტთა ტურნირის დასრულების შემდეგ, რომელთა გამარჯვებულებიც ტურნირზე გავლენ. მათ შეუერთდებიან სტანდარტული რეიტინგის სიის (2026 წლის 1 ივნისი) სამი საუკეთესო მოთამაშე.