20 წლამდე საქართველოს ჩემპიონატის შედეგები ბოლო ტურის წინ

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ქ.თბილისში, საქართველოს ჩემპიონატი 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის მიმდინარეობს.

ღონისძიება შვეიცარული სისტემით, 9 ტურად იმართება. დროის კონტროლი: 90 წუთი 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე. ითვლება ფიდეს რეიტინგი.

საქართველოს ჩემპიონის ტიტულისთვის ჭაბუკთა შორის 27 სპორტსმენი იბრძვის, გოგონებში კი – 12.

აჭარიდან ტურნირში ასპარეზობს ლულუ დიასამიძე, რომელსაც 8-დან 5.5 ქულა აქვს და III-IV ადგილებს ინაწილებს.

ბოლო 9-ე ტური 24 იანვარს, 12:00-საათზე გაიმართება.

ჭაბუკთა ტექნიკური შედეგები 8 ტურის შემდეგ:

გოგონათა ტექნიკური შედეგები 8 ტურის შემდეგ: