17-22 აგვისტოს, კოლუმბიაში მიმდინარეობს ფიდე-ს მსოფლიო ახალგაზრდული საჭადრაკო ოლიმპიადა.
ტურნირი ტარდება 16 წლამდე მოჭადრაკეთა შორის, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი:45 წუთი 10 წამის დამატებით. ღონისძიებაში 40 ქვეყნის 85 გუნდია წარმოდგენილი.
საქართველოს გუნდის შემადგენლობა:
- კილაძე ლუკა (7-დან 5 ქულა)
- მგელაძე კესარია (7-დან 4.5 ქულა)
- კირთაძე ანასტასია (7-დან 4 ქულა)
- ტაბატაძე ერეკლე (7-დან 4 ქულა)
გუნდის კაპიტანი – დავით ჯოჯუა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ბათუმელი კესარია მგელაძეც მონაწილეობს.