ქართველი ქალების წარმატებით დასრულდა ევროპის გუნდური ჩემპიონატის პირველი ტური!
საქართველოს პირველმა ნაკრებმა ანგარიშით – 3:1 ჩეხეთის გუნდი დაამარცხა, საქართველოს მეორე გუნდმა კი დიდი ანგარიშით – 3,5:0,5 სლოვენიელ მოჭადრაკეებს მოუგო, ხოლო ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკებს დაუზავდა.
ქალებისგან განსხვავებით ვაჟთა ორივე გუნდმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა.
ფინეთი 2 : 2 საქართველო (I)
თურქეთი 2:2 საქართველო (II)