ჭადრაკის მწვრთნელთა სემინარი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, მსოფლიოში აპრობირებული, ჭადრაკის სწავლების წარმატებული მეთოდიკით – ’’საფეხურები“, ჭადრაკის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით აგრძელებს სემინარების შემდეგი ეტაპის ჩატარებას. ხარისხიანი განათლება უმთავრესია მოსწავლეთა შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენისათვის.

„საფეხურების“ სამი ტომი უკვე ნათარგმი და დაბეჭდილია, წლის ბოლომდე კი დარჩენილი ტომებიც ხელმისაწვდომი იქნება პედაგოგებისთვის. აღსანიშნავია, რომ ჭადრაკის სწავლების მეთოდიკა მოიცავს სპორტული ფსიქოლოგიის ასპექტებსაც.

ახალი მეთოდიკის იმპლიმენტაციის ფარგლებში, 3 მაისს, პროგრამის მთავარი ტრენერი, სინგაპურის საჭადრაკო აკადემიის მწვრთნელი, ფიდეს ტრენერი – ნატალია ეძგვერაძე სემინარს ბათუმში გამართავს.

მიმდინარე პროექტში ჩართულ, სემინარის მონაწილე მწვრთნელებს შესაბამისი სასწავლო ლიცენზია მიენიჭებათ.

სემინარის ჩატარების რეგიონული განრიგი:

  • იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი – 26, 27 აპრილი, ქუთაისი;
  • აჭარა – 3 მაისი, ბათუმი;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია – 17 მაისი, ფოთი;
  • შიდა ქართლი, სამცხე-ჯავახეთი – 25 მაისი,გორი;
  • კახეთი – 8 ივნისი, გურჯაანი;
  • თბილისი, ქვემო ქართლი, მცხეთა-მთიანეთი – 14, 15 ივნისი, თბილისი.

პროექტის მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს სპორტის სამინისტრო და პაშა ბანკი. ბათუმში გასამართი მასტერკლასები ამავდროულად აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით გაიმართება.