საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 23-24 ნოემბერს, ბათუმში, სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიოს” საკონფერენციო დარბაზში, ჭადრაკის მწვრთნელთა პირველი ეროვნული ფორუმი მიმდინარეობს.
ღონისძიებას ესწრება საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენელი 130-მდე მწვრთნელი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, აკაკი იაშვილის თაოსნობით, ქართულად ითარგმნა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჭადრაკის სწავლების შედეგზე ორიენტირებული მეთოდიკა – ”საფეხურები”, რომელიც შედგება მასწავლებლის 6 სახელმძღვანელოსა და 26 მოსწავლის რვეულისგან.
ფორუმის მენტორები არიან: ფიდეს ტრენერი, საერთაშორისო დიდოსტატი ნატალია ეძგვერაძე, ნიჭიერთა სკოლის წამყვანი მწვრთნელი ხვიჩა ბახტაძე და სპორტის ფსიქოლოგი, მენტალური უნარების ტრენერი საბა ეფრემიძე.
ღონისძიების გახსნის ცერემონიაზე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა აკაკი იაშვილმა, აჭარის ჭადრაკის ფედერაციას, კომპანია DGT-ს 2024 წლის მოდელი 70 ცალი ჭადრაკის ელექტორნული საათი გადასცა!
ფორუმს ფინანსური მარდამჭერა გაუწიეს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და პაშა ბანკმა.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: