ჭადრაკის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ეროვნული კონფერენცია

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13 დეკემებრს, ქ. ბათუმში გაიმართება ჭადრაკის მწვრთნელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ეროვნული კონფერენცია, რომლის მთავარი მიზანია მწვრთნელთა პროფესიული განვითარება, თანამედროვე სასწავლო მეთოდოლოგიებთან ინტეგრაცია და საერთო საგანმანათლებლო სტანდარტების გამყარება.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ყველა რეგიონიდან მოწვეული 130-მდე პრაქტიკოსი მწვრთნელი, რაც კონფერენციას დიდ მასშტაბსა და მნიშვნელობას ანიჭებს.

კონფერენციის მთავარი თემები:

ღონისძიების ცენტრალური ნაწილი დაეთმობა ფედერაციის მიერ ბავშვთა ჭადრაკში დანერგილ ინოვაციურ სასწავლო პროგრამას ‘საფეხურები’.

განიხილება:

  • საფეხურების I-II ტომის ძირითადი ასპექტები
  • ახლად ნათარგმნი III და IV ტომის განხილვა
  • პროგრამის განვითარება და განხორციელების ეტაპები
  • ბოლო ერთი წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები
  • გამოვლენილი გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები
  • მიღებული შედეგები და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაკონფერენცია ხელს შეუწყობს მწვრთნელებს შორის პროფესიული დიალოგის გაღრმავებას, გამოცდილებისა და ეფექტური პრაქტიკების გაცვლას, რაც პირდაპირ აისახება ბავშვთა ჭადრაკის ხარისხიან განვითარებაზე.

მთავარი მომხსენებლები:

  • ნატალია ეძგვერაძე — პროგრამა “საფეხურების” მთავარი მენტორი
  • დიანა დარჩია — პროგრამა “საფეხურების” მენტორი
  • ხვიჩა ბახტაძე — პროგრამა “საფეხურების” მენტორი

სპეციალური სტუმარი სერგეი ტივიაკოვი (ნიდერლანდები) – ფიდე სენიორ მწვრთნელიტივიაკოვი ისაუბრებს:

  • ბავშვთა ჭადრაკში მიმდინარე თანამედროვე ტენდენციებსა და გლობალურ გამოწვევებზე
  • მაღალი პოტენციალის მქონე ბავშვებთან მუშაობის ეფექტურ მეთოდებზე
  • წარმატებული და სტაბილური შედეგების მიღწევის პრაქტიკულ გამოცდილებაზემისი მონაწილეობა მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველი მწვრთნელებისთვის გაეცნონ საერთაშორისო ხედვებსა და უმაღლესი დონის სამწვრთნელო გამოცდილებას.

კონფერენციის მიზანი: ღონისძიება მიმართულია საქართველოში მოღვაწე მწვრთნელებისთვის ერთიანი, ძლიერი პროფესიული სივრცის შექმნისკენ -სადაც ცოდნა, გამოცდილება და ინოვაციური იდეები ერთმანეთთან ინტეგრირდება,და სადაც ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს ქვეყნის ახალგაზრდული ჭადრაკის სისტემურ განვითარებას.