ქ. ბათუმის მერიის ორგანიზებით, 21 დეკემბერს წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოება გაიმართა. ქალთა შორის წლის საუკეთესო სპორტსმენად საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების წევრი სალომე მელია დასახელდა! 2021 წელს სალომეს მონაგარშია: მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩემპიონატის III ადგილი, ევროპის ქალთა გუნდური ჩემპიონატის II ადგილი და ნონა გაფრინდაშვილის და მაია ჩიბურდანიძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ტურნირებში საერთო ჩათვლაში მოპოვებული III ადგილი.
29 დეკემბერს კი აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით წლის წარმატებული სპორტსმენები, მწვრთნელები და ჟურნალისტები დააჯილდოვდნენ. წლის საუკეთესო სპორტსმენების ათეულში მოხვდნენ საერთაშორისო დიდოსტატები სალომე მელია და ნინო ბაციაშვილი. 2021 წელს ნინოს მონაგარშია მსოფლიოს ქალთა გუნდური ჩამპიონატის III ადგილი.