8-13 აგვისტოს, გერმანიში, ღია საერთაშორისო ტურნირი “Bautzener Türme” გაიმართა.
ღონისძიება ფიდეს წესებით შვეიცარული სისტემით 9 ტურად ჩატარდა. დროის კონტროლი: 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 30 წამის დამატებით.
ჩემპიონატში სხვადასხვა ქვეყნის 80 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ ბათუმელი ნოდარ ლორთქიფანიძე და ირაკლი ახვლედიანი.
ვაჟებმა 9-დან 6.5 ქულით 2-3 ადგილები გაიყვეს, დამატებითი მაჩვენებლებით კი ნოდარმა მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ირაკლი მესამეზე გავიდა.
სპორტსმენების მორიგი შეჯიბრება 25 აგვისტოდან პორტუგალიაში დაგეგმილი “Maia Chess Open 2023” იქნება.