საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 28 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით, თბილისის ჭადრაკის სასახლეში ღია საჭადრაკო ტურნირი “ჩემპიონთა თასი – 2024” გაიმართება.
ტურნირები:
- A ღია ტურნირი;
- B ღია ტურნირი.
სათამაშო წესები:
- დროის კონტროლი: 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე (პირველი სვლიდან).
- ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით 9 ტურად.
- დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
მონაწილენი:
ტურნირებზე დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები.
A ღია ტურნირზე მონაწილეობის უფლება აქვთ:
- ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM, FM, WFM) მქონე აქტიური რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს;
- კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს აქტიური რეიტინგის 2000 და მეტის მქონე ვაჟ მოჭადრაკეებს (2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით);
- კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს აქტიური რეიტინგის 1800 და მეტის მქონე ქალ მოჭადრაკეებს (2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით);
- 2024 წლის 12, 13, 14, 15, 16, 18 და 20 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა საქართველოს ჩემპიონატებზე 1-3 ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს;
B ღია ტურნირზე მონაწილეობის უფლება აქვთ:
- კლასიკურ ჭადრაკში ფიდეს 2000-მდე რეიტინგის მქონე მოჭადრაკეებს (2024 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით);
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის
ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
საბანკო ანგარიშზე:
(სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ასევე, შევსებული
ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
რეგისტრაცია და საწევრო შესატანი:
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/pj5tGZTiow68BJ2q7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 27 სექტემბრის 18:00 სათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
თითოეული მონაწილის საწევრო შესატანია – 50 ლარი.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები:
სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE34BG0000000129766701. ბანკის კოდი BAGAGE22
ტურნირების განრიგი:
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი