მაღალმთიან რაიონში სპორტის ინტელექტუალური სახეობის განვითარების მიზნით, ხულოს რესურსცენტრში გაიმართა შეხვედრა საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთან და ჭადრაკის პედაგოგებთან. შეხვედაზე წარმოდგენილი იყო 43 სკოლა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ხულოს რესურსცენტრის ხელმძღვანელი ედუარდ მიქელაძე, აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია და რესურსცენტრის სპეციალისტი სპორტის დარგში მადონა ჯორბენაძე. სასიხარულოა, რომ ხულოს რესურსცენტრი გამოთქვამს მზადყოფნას, მაქსიმალურად ხელი შეუწყოს რაიონში ჭადრაკის განვითარებას.
☑️შეხვედრაზე ისაუბრეს ჭადრაკის განვითარების ხელშეწყობაზე და სპორტის ამ სახეობის განვითარებაზე, როგორც სასკოლო, ასევე შემდგომ ეტაპზე.
☑️აღინიშნა სასიხარულო ფაქტიც, რომ ხულოს რესურსცენტრისა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ხელშეწყობით, ხულოში გაიხსნა საჭადრაკო კლუბი “როქი”. ჭადრაკის შესწავლის მსურველებს შეუძლიათ მიმართონ აღნიშნულ კლუბს, რომელიც მდებარეობს დაბა ხულოს საჯარო სკოლის ბაზაზე. კლუბის ხელმძღვანელია ბატონი თამაზ ცეცხლაძე.
☑️მომდევნო წლიდან დაიგეგმა რაიონის სასკოლო ჩემპიონატების ჩატარება, სადაც, დაჯილდოვდებიან როგორც ჩემპიონატის გამარჯვებულები, ასევე მათი ჭადრაკის პედაგოგები. აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ინიციატივით კი გამარჯვებული გუნდების სკოლებს გადაეცემათ სპორტის ამ სახეობისთვის საჭირო ინვენტარი.