11 ოქტომბერს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს – ბელა ხოტენაშვილს, ლელა ჯავახიშვილს, მერი არაბიძესა და სალომე მელიას, ასევე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს, აკაკი იაშვილსა და ნაკრების მთავარ მწვრთნელს დავით ჯოჯუას შეხვდა.
მინისტრმა ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების წევრებს საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული მორიგი წარმატება მიულოცა და შემდეგი ტურნირებისთვის მზადების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა.