აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად საერთაშორისო და ეროვნულ ტურნირებში გამარჯვებულ სპორტსმენებს შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
საქართველოს ჩემპიონ 13 წლამდე გოგონათა შორის მოჭადრაკე კესარია მგელაძესთან ერთად შეხვედრაზე იყვნენ ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში გამარჯვებული სპორტსმენები: ლაშა გობაძემ, რამაზ ზოიძე და გელა ბოლქვაძე, რომლებმაც ოქროს მედლები მოიპოვეს ქალაქ ალექსანდრიაში გამართულ საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირზე.