ევროპის გუნდური ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ქალბატონი მაია ხაჯიშვილი ტურნირის მედალოსანს, სალომე მელიას შეხვდა და მიღწეული წარმატება მიულოცა.
შეხვედრას ესწრებოდნენ: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ლევან ჯიოშვილი, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი და უფროსის მოადგილე მინდია ქათამაძე.
საქართველოს ქალთა ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე და სალომე მელია. გუნდის კაპიტანი და მთავარი მწვრთნელი ელიზბარ უბილავა, მწვრთნელები – ხვიჩა სუპატაშილი და ევგენი რომანოვი.