შეხვედრა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ჩვენს ნორჩ მედალოსნებს – მარიამ ცეცხლაძესა და კესარია მგელაძეს ევროპის სასკოლო ჩემპიონატზე მოპოვებული წარმატება მიულოცეს.

მოჭადრაკეებმა ისაუბრეს სატურნირო პერიპეტიებზე და როგორც აღნიშნეს, ძალიან ემოციური იყო მომენტი, როდესაც 13 წლამდე გოგონათა შორის პრედესტალზე 3 ქართველი ერთდროულად დააჯილდოვეს.

მინისტრ, ქ-ნ მაია ხაჯიშვილთან ერთად შეხვედრას ესწრებოდნენ – მინისტრის მოადგილე ბადრი ნაკაშიძე, სპორტის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ჩავლეშვილი, მოადგილე – მინდია ქათამაძე, ფიდეს ვიცე-პრეზიდენტი აკაკი იაშვილი და აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია.

ფოტოგალერეა