აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 24 იანვარს, ქ. ბათუმში, ღია ტურნირი ‘’დამწყები პაიკები’’ გაიმართება.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერი: აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
ჩატარების ადგილი: მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლე, მის: ლეონიძის 15
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება 8 წლამდე ღია კატეგორიაში;
ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად. აუცილებლობის შემთხვევაში ტურნირის ჩატარების სისტემას განსაზღვრავს ორგანიზატორი.
მონაწილენი:
მოჭადრაკეები აჭარის ყველა მუნიციპალიტეტიდან, რომელთაც აქამდე არ მიუღიათ მონაწილეობა არცერთ ოფიციალურ ტურნირში.
დროის კონტროლი: თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ანკეტა: https://forms.gle/bSD1p5ZMyLiFMx3V8
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 23 იანვარი, 19:00 საათი.
რეგისტრაციის ბოლო ვადის დარღვევის შემთხვევაში ორგანიზატორს უფლება აქვს არ დაარეგისტრიროს მოჭადრაკე, რომელმაც დაარღვია რეგისტრაციის ვადები.
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა: 24 იანვარი, 13:00 სთ.
I ტური დაიწყება13:30 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.
ტურნირის დახურვა: 17:00 სთ.
სატურნირო შესატანი: 15 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
გამარჯვებულები:
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდებიან მედლითა და დიპლომით, ხოლო ჩემპიონი აგრეთვე თასით. ტურნირიში ასევე გამოიყოფა 1 საუკეთესო გოგონა, რომელიც დაჯილდოვდება მედლით, დიპლომით და თასით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია