აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 1 თებერვალს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2025” გაიმართა.
A კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. დაითვალა ელვისებური ჭადრაკის რეიტინგი.
B კატეგორია გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი 2 წამის დამატებით.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში ჩართული იყო 61 სპორტსმენი, რომლებიც მონაწილობდნენ საქართველოს, უკრაინის, ყაზახეთის ფიდეს და ამერიკის სახელით.
A – ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:
- I ადგილი – მაკოვეევ ილია (9-დან 8.5 ქულა)
- II ადგილი – კოპილოვ ალექსანდერ (9-დან 8 ქულა)
- III ადგილი – ბოდნარუკ ქსენია (9-დან 6 ქულა)
I ადგილი ქალთა ნომინაციაში – მგელაძე კესარია (9-დან 6.5 ქულა)
B – 12 წლამდე ღია კატეგორიის გამარჯვებული სამეული:
- I ადგილი – კალანდაძე ალექსანდრე (7-დან 6 ქულა)
- II ადგილი – ბალაძე მერაბი (7-დან 6 ქულა)
- III ადგილი – ცინცაძე თევდორე (7-დან 5.5 ქულა)
I ადგილი გოგონათა შორის – პანფილოვა ტომილა(9-დან 5 ქულა)
A ტურნირის გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით.
B ტურნირის გამარჯვებული სამეული და გოგონათა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდა დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით.
ტურნირის ფოტოკოლაჟი: