აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 29 მარტს, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.
ჩემპიონატი ჩატარდება ღია და ასაკობრივ კატეგორიებში:
A) ღია ტურნირი
B) 8 წლამდე ღია ტურნირი
C) 10 წლამდე ღია ტურნირი
D) 12 წლამდე ღია ტურნირი
ტურნირში მონაწილეობა შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ
ყველა მოჭადრაკეს.
ტურნირის სათამაშო წესები :
ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი 5 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/FEnsvkTFhEFZTxjy9
საკონტაქტო მობ: 558 410904
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 28 მარტი, 19:00 საათი.
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის
პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი,
წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 19 წლის და უფროსი
ასაკის პირებმა უნდა გამოაგზავნონ წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი ელ-ფოსტაზე
სატურნირო შესატანი 20 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
ტურნირის განრიგი:

პრიზები:
ღია ტურნირის გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი
საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდებიან დიპლომით, მედლითა და ფულადი
პრიზით:
I ადგილი – 150 ლ.
II ადგილი – 130 ლ.
III ადგილი 100 ლ.
I ადგილი ქალთა ნომინაციაში – 130 ლ.
8,10,12 წლამდე კატეგორიებში გამარჯვებული სამეული და გოგონათა ნომინაციაში
გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდებიან დიპლომით, მედლითა და
ფასიანი საჩუქრებით.
საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექსი ტერ-კარაპეტიანი

