აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 31 იანვარს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2026” გაიმართება.
ტურნირის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის სპორტის დეპარტამენტი.
ჩემპიონატი ჩატარდება 4 კატეგორიაში:
- A – ღია ტურნირი;
- B – ღია ტურნირი 12 წლამდე;
- C – ღია ტურნირი 10 წლამდე;
- D – ღია ტურნირი 8 წლამდე.
ტურნირში მონაწილეობა შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ ყველა მოჭადრაკეს.
ტურნირის სათამაშო წესები:
A კატეგორია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად. დროის კონტროლი: 3 წუთი 2 წამის დამატებით. დაიტვლება ელვისებური ჭადრაკის რეიტინგი.
B,C,D კატეგორია გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი 3 წამის დამატებით.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: https://forms.gle/wL1MqVdg3qyUSigC6
საკონტაქტო მობ: 599 069 497
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 30 იანვრის 19:00 საათი.
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი
GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე
ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა https://forms.gle/m2GjMRs6FzbMYei3A
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის
ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).
ფედერაციის საბაზისო საწევრო
| ასაკი | თანხა | |
| წლიური საწევრო ბავშვებისთვის | 8 წლამდე | 20 ლარი |
| წლიური საწევრო ახალგაზრდებისთვის | 8-18 წლის | 30 ლარი |
| წლიური საწევრო სტანდარტული | 19-59 წლის | 40 ლარი |
| წლიური საწევრო სენიორებისთვის | 60 და უფროსი ასაკის | 20 ლარი |
| წლიური საწევრო შშმ პირთათვის | – | 0 |
| წლიური საწევრო სოციალურად დაუცველი პირთათვის | – | 0 |
| წლიური საწევრო არარეზიდენტი პირებისთვის | 19 წლამდე | 100 ლარი |
| წლიური საწევრო არარეზიდენტი პირებისთვის | 19 წლის და უფროსი ასაკის | 300 ლარი |
| წლიური საწევრო რეგიონული ფედერაციებისთვის | – | 50 ლარი |
| წლიური საწევრო სხვადასხვა იურიდიული პირებისთვის | – | 200 ლარი |
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 19 წლის და
უფროსი ასაკის პირებმა უნდა გააგზავნონ წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი
ელ-ფოსტაზე
სატურნირო შესატანი: 15 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა: 31 იანვარი, 13:00 სთ.
I ტური დაიწყება 13:30 საათზე, ყოველი მომდევნო კი თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.
ტურნირის დახურვა: 17:00 სთ.
პრიზები:
A კატეგორიაში გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით.
- I ადგილი – 150 ლ.
- II ადგილი – 130 ლ.
- III ადგილი – 100 ლ.
- I ადგილი ქალთა ნომინაციაში – 130 ლ.
კატეგორიის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით.
B,C,D კატეგორიებში გამარჯვებული სამეული და გოგონათა ნომინაციაში გამოვლენილი
საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრით. კატეგორიის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით.
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექსი ტერ-კარაპეტიანი

