ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13 დეკემბერს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.

ფინანსური მხარდამჭერი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი.

ჩემპიონატი ჩატარდება ღია და ასაკობრივ კატეგორიაში:
A) ღია ტურნირი
B) 12 წლამდე ღია ტურნირი

ტურნირში მონაწილეობა შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის
წევრ ყველა მოჭადრაკეს.

ტურნირის სათამაშო წესები:

ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5
წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით.

რეიტინგის დათვლა ელვისებურ ჭადრაკში გადაწყდება მონაწილეთა რეგისტრაციის შემდეგ. ცვლილების აუცილებლობის შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.

რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/aLeyapwTjzhV4LkU9

საკონტაქტო მობ: 558 410904

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 12 დეკემბერი, 19:00 საათი.

ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ საქართველოს
ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის
საბანკო ანგარიშზე.

სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200

ტურნირის განრიგი:

პრიზები:

ღია ტურნირის გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი
საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდებიან დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით:

I ადგილი – 150 ლ.

II ადგილი – 130 ლ.

III ადგილი – 100 ლ.

I ადგილი ქალთა ნომინაციაში – 130 ლ.

12 წლამდე კატეგორიაში გამარჯვებული სამეული და გოგონათა ნომინაციაში
გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდებიან დიპლომით, მედლითა და
ფასიანი საჩუქრებით.

ყველა კატეგორიის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით.

პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდეულოა დახურვაზე დასწრება.

ორი პრიზის აღების შემთხვევაში, მონაწილეს გადაეცემა უმაღლესი ადგილის ჯილდო.

ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია