აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 6 აპრილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებირ ჭადრაკში “შოთა ჭურკვეიძის თასი” გაიმართება.
ფინანსური მხარდამჭერი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი
ჩემპიონატი ტარდება ღია და ასაკობრივ კატეგორიებში:
- A) ღია ტურნირი
- B) 8 წლამდე ღია ტურნირი
- C) 10 წლამდე ღია ტურნირი
- D) 12 წლამდე ღია ტურნირი
ტურნირის სათამაშო წესები:
ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. რეიტინგის დათვლა ელვისებურ ჭადრაკში გადაწყდება მონაწილეთა რეგისტრაციის შემდეგ. ცვლილების აუცილებლობის შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/ZjLtPWYzvi1JgeYh7
საკონტაქტო მობ: 558 410904
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 5 აპრილის 19:00 საათი.
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებს გადახდილი უნდა ჰქონდეთ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის
პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა
https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 19 წლის და
უფროსი ასაკის პირებმა უნდა გამოაგზავნონ წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი ელ-
ფოსტაზე
სატურნირო შესატანი:
20 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
ტურნირის განრიგი:

პრიზები:
ღია ტურნირის გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი
საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდებიან დიპლომით, მედლითა და ფულადი
პრიზით:
- I ადგილი – 150 ლ.
- II ადგილი – 130 l.
- III ადგილი – 100 ლ.
- I ადგილი ქალთა ნომინაციაში – 130 ლ.
8,10,12 წლამდე კატეგორიებში გამარჯვებული სამეული და გოგონათა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდებიან დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრებით.
ყველა კატეგორიის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით;
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ალექსი ტერ-კარაპეტიანი