აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 7 აპრილს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში (მის: ლეონიძის 15), ელვისებურ ჭადრაკში ღია რეიტინგ ტურნირი გაიმართება.
ჩემპიონატი ჩატარდება ღია და 10 წლამდე კატეგორიაში. ტურნირში მონაწილეობა შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ ყველა მოჭადრაკეს.
ტურნირის სათამაშო წესები:
ტურნირი გაიმართება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტრილი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე. რეიტინგის დათვლა ელვისებურ ჭადრაკში გადაწყდება მონაწილეთა რეგისტრაციის შემდეგ. ცვლილების აუცილებლობის შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული:
https://forms.gle/WDyGmVcqWDVEiU9i8
საკონტაქტო მობ: 558 410904
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 6 აპრილის 18:00 საათი.
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებმა უნდა გადაიხადონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სს საქართველოს ბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 19 წლის და უფროსი ასაკის პირებმა უნდა გამოაგზავნონ წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი ელ-ფოსტაზე
სატურნირო შესატანი: 20 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
სოციალურად დაუცველი პირები, მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები გათავისუფლებულნი არიან სატურნირო შესატანისგან.
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა | 7 აპრილი | 16:30 |
I ტური | 7 აპრილი | 17:00 |
II ტური | 7 აპრილი | 17:20 |
III ტური | 7 აპრილი | 17:40 |
IV ტური | 7 აპრილი | 18:00 |
V ტური | 7 აპრილი | 18:20 |
VI ტური | 7 აპრილი | 18:40 |
VII ტური | 7 აპრილი | 19:00 |
დახურვა | 7 აპრილი | 19:30 |
პრიზები:
ღია ტურნირის გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი საუეკთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდება დიპლომით,მედლითა და ფულადი პრიზით:
- I ადგილი – 150 ლ.
- II ადგილი – 130 ლ.
- III ადგილი – 100 ლ.
- I ადგილი ქალთა ნომინაციაში – 100 ლ.
- ტურნირის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით;
10 წლამდე კატეგორიაში გამარჯვებული სამეული და გოგონათა ნომინაციაში გამოვლენილი საუკეთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრებით.
ტურნირის დირექტორი : აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ფელიქს მელქონიანი