აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 28 იანვარს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში, ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში “ACF CUP 2024” გაიმართება.
ტურნირში მონაწილეობა შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოს ჭადრაკის ფედერაციის წევრ ყველა მოჭადრაკეს.
სათამაში წესები:
- ჩემპიონატი ჩატარდება ღია კატეგორიაში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
- დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე.
რეიტინგის დათვლა ელვისებურ ჭადრაკში გადაწყდება მონაწილეთა რეგისტრაციის შემდეგ. ცვლილების აუცილებლობის შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების სისტემას და დროის კონტროლს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
რეგისტრაცია:
მონაწილეებმა რეგისტრაციისთვის უნდა შეავსონ შემდეგი ბმული: https://forms.gle/19MYzTaoroyJWhob6
საკონტაქტო მობ: 558 410904
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 27 იანვრის 18:00 საათი.
ჩემპიონატში მონაწილეობისათვის მოჭადრაკეებმა უნდა გადაიხადონ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე: სსსაქართველოსბანკი GE30BG0000000584705115
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 18 წლამდე ასაკის პირებმა უნდა შეავსონ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
ატვირთონ შესაბამისი დოკუმენტები (პასპორტის, პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი, წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი).
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრმა და გაწევრიანების მსურველმა 19 წლის და უფროსი ასაკის პირებმა უნდა გამოაგზავნონ წლიური საწევრო თანხის გადახდის ქვითარი ელ-ფოსტაზე
სატურნირო შესატანი: 10 ლარი (უნაღდო ანგარიშწორებით).
აჭარის ჭადრაკის ფედერაციის საბანკო რეკვიზიტები: სს “საქართველოს ბანკი’’
ანგარიშის ნომერი: GE95BG 0000 000 3630 99200
ტურნირის განრიგი:
ტურნირის გახსნა | 28 იანვარი | 14:00 |
1 ტური | 28 იანვარი | 15:00 |
2 ტური | 28 იანვარი | 15:20 |
3 ტური | 28 იანვარი | 15:40 |
4 ტური | 28 იანვარი | 16:00 |
5 ტური | 28 იანვარი | 16:20 |
6 ტური | 28 იანვარი | 16:40 |
7 ტური | 28 იანვარი | 17:00 |
8 ტური | 28 იანვარი | 17:20 |
9 ტური | 28 იანვარი | 17:40 |
დახურვა | 28 იანვარი | 18:30 |
პრიზები
- ტურნირის გამარჯვებული სამეული და ქალთა ნომინაციაში გამოვლენილი საუეკთესო მოჭადრაკე დაჯილდოვდება დიპლომით, მედლითა და ფულადი პრიზით:
- I ადგილი – 150 ლ.
- II ადგილი – 130 ლ.
- III ადგილი – 100 ლ.
- I ადგილი ქალთა ნომინაციაში – 100 ლ.
- ტურნირის გამარჯვებული ასევე დაჯილდოვდება თასით;
- ტურნირში ასევე დაჯილდოვდება გამარჯვებული სამეული და 1 საუკეთესო გოგონა 10 წლამდე კატეგორიაში.
- ასაკობრივი კატეგორიის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან დიპლომით, მედლითა და ფასიანი საჩუქრებით.
პრიზებისა და საჩუქრების მისაღებად სავალდებულოა დახურვაზე დასწრება.
ორი პრიზის აღების შემთხვევაში, მონაწილეს გადაეცემა უმაღლესი ადგილის ჯილდო.
ტურნირის დირექტორი: აჭარის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი სალომე მელია
მთავარი მსაჯი: ეროვნული არბიტრი ფელიქს მელქონიანი