ღია რეიტინგ ტურნირის გამარჯვებულები ელვისებურ ჭადრაკში

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 13 დეკემბერს მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ღია რეიტინგ ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში გაიმართა.

ფინანსური მხარდამჭერი:
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სპორტის დეპარტამენტი

ჩემპიონატი ჩატარდა ღია და ასაკობრივ კატეგორიაში:
A) ღია ტურნირი
B) 12 წლამდე ღია ტურნირი

ტურნირი გაიმართა ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად. დროის კონტროლი: 5
წუთი პარტიის ბოლომდე, ყოველ სვლაზე 2 წამის დამატებით. დაითვალა ფიდეს რეიტინგი ელვისებურ ჭადრაკში.

ღონისძიებაში მონაწილეობდა 50-მდე სპორტსმენი.

ღია ტურნირის გამარჯვებულნი:

  1. მაკოვეევ ილია (7-დან 6.5 ქულა)
  2. დიდმანიძე თენგიზი (7-დან 5 ქულა)
  3. გოგიაშვილი დემეტრე (7-დან 4.5 ქულა)

ქალთა ნომინაციის გამარჯვებული – კალანდაძე მარიამი (7-დან 5 ქულა)

12 წლამდე ღია ტურნირის გამარჯვებულნი:

  1. სხვიტარიძე დანიელი (7-დან 6 ქულა)
  2. ცინცაძე თევდორე (7-დან 6 ქულა)
  3. ბორისენკო ლუკა (7-დან 5.5 ქულა)

გოგონათა ნომინაციის გამარჯვებული – ლოზოვიჩ მილანიკა (7-დან 4 ქულა)

ღონისძიების ფოტოკოლაჟი: