მონტენეგროს ქალაქ ულცინში, 9-17 ნოემბერს მიმდინარეობდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატი.შეჯიბრება შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდა. ქალთა ტურნირში 14 გუნდი იყო წარმოდგენილი.
ჩვენების მეტოქეები იყვნენ: რუსეთის, აზერბაიჯანის, იტალიის, მონაკოს და კიევის კლუბები. გუნდმა 7 ტურიდან 4 გამარჯვებით და 3 ყაიმით ტურნირი დამაჯერებლად მოიგო!
გოგონებმა გუნდური ოქროს გარდა, მცირე მედლებიც მოიპოვეს თავიანთ დაფებზე. ნინო ბაციაშვილი და ბელა ხოტენაშვილი ოქროს მედლებს დაეუფლნენ 3 და 4 დაფებზე, ნანა ძაგნიძემ კი 1 დაფაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კლუბის სახელით ასპარეზობდა 2 ბათუმელი მოჭადრაკე, ნინო ბაციაშვილი და სალომე მელია, ასევე მოწვეული ყავდათ საქართველოს ნაკრების წევრები: ნანა ძაგნიძე, ლელა ჯავახიშვილი და ბელა ხოტენაშვილი. გუნდს მონტენეგროში თან ახლდა გამოცდილი მწვრთნელი, საერთაშორისო დიდოსტატი დავით ჯოჯუა, კლუბის ხელმძღვანელი გია ჭანტურია და კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე. საქართველოს ქალთა ნაკრების ხუთეულმა, უკვე არაერთხელ მოუტანა კლუბს მრავალი მედალი და აღიარება.
ვულოცავთ ჩვენს კლუბს, ქალაქ ბათუმს და გულშემატკივრებს!