აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 22 მარტს, ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი გაიმართება.
ჩატარების ადგილი: სასტუმრო ‘’იბის სტაილს’’, მის: ლეხ და მარია კაჩინსკების 5ბ
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდება ელვისებურ ჭადრაკში, ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული
სისტემით 7 ტურად.
მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების
სისტემას და წესებს განსაზღვრავს ორგანიზატორი.
მონაწილენი:
ჟურნალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან.
დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცემა 10 წუთი პარტიის ბოლომდე.
რეგისტრაცია:
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 20 მარტის 20:00 საათამდე.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/h81Bp2ykvARkZ5Ek8
დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს
ორგანიზატორი.
საკონტაქტო ტელ: 599 069497
ტურნირის განრიგი:

გამარჯვებულები:
I, II, III საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები და 1 საუკეთესო მანდილოსანი
დაჯილდოვდებიან მედლით, დიპლომითა და ფასიანი საჩუქრით, ჩემპიონი აგრეთვე
თასით.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა ფასიანი საჩუქარი.
ტურნირის დირექტორი – საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია