აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 21 მარტს, აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღია ბლიცტურნირი გაიმართა.
ჩატარების სისტემა:
ჩემპიონატი ჩატარდა ელვისებურ ჭადრაკში, ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 7 ტურად.
დროის კონტროლი:
თითოეულ მონაწილეს მიეცა 5 წუთი 2 წამის დამატებით.
საბოლოო შედეგები:
ქალთა შორის I ადგილზე გავიდა ქეთევან ბოლქვაძე.
აღსანიშნავია, რომ ტურნირი გაიმართა საქართველოს მასშტაბით და ბათუმელ ჟურნალისტებს თბილისის და ხობის მასმედიის წარმომადგენლებიც შემოუერთდნენ.
ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცა სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიების ფოტოკოლაჟი: