ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღია ბლიც-ტურნირი

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით, 21 მარტს, აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში, ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი  მიძღვნილი ღია ბლიც-ტურნირი გაიმართება.

მის: კონსტანტინე გამსახურდიას 37.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ელვისებურ ჭადრაკში, ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.

მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების სისტემას და წესებს განსაზღვრავს ორგანიზატორი.                                                                                                               

მონაწილენი: 

ჟურნალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი 2 წამის დამატებით.  

რეგისტრაცია:

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 21 მარტის 11:00 საათამდე.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/HytN4aSn2ephMGSe6

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.

საკონტაქტო ტელ: 599 069497

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა – 21 მარტი 18:00 სთ.

1 ტური – 18:15 სთ. ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.

გამარჯვებულები:

 I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები და 1 საუკეთესო მანდილოსანი, დაჯილდოვდება მედლით, დიპლომით და ფასიანი საჩუქრებით, ჩემპიონი აგრეთვე დაჯილდოვდება თასით.

ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები.

ტურნირის  დირექტორი – საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია