ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი მიძღვნილი ღია ბლიც-ტურნირი

აჭარის ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 21 მარტს, მუხრან ვახტანგაძის სახელობის ბათუმის სპორტის სასახლეში ქართული ჟურნალისტიკის დღისადმი  მიძღვნილი ღია ბლიც-ტურნირი გაიმართება.

ჩატარების სისტემა:

ჩემპიონატი ჩატარდება ელვისებურ ჭადრაკში, ფიდეს წესებით, შვეიცარული ან წრიული სისტემით 7 ტურად.

მონაწილეთა რაოდენობის მიხედვით, საჭიროების შემთხვევაში, ტურნირის ჩატარების სისტემას და წესებს განსაზღვრავს ორგანიზატორი.                                                                                                               

მონაწილენი: 

ჟურნალისტები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

დროის კონტროლი:

თითოეულ მონაწილეს მიეცემა 5 წუთი 2 წამის დამატებით.  

რეგისტრაცია:

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 21 მარტის 18:00 საათამდე.

სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/CQ5zbg5m178oGkC26

დაგვიანებული რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილის ტურნირში დაშვებას წყვიტავს ორგანიზატორი.

საკონტაქტო ტელ: 558 410904

ტურნირის განრიგი:

ტურნირის გახსნა – 21 მარტი 18:00 სთ.

1 ტური – 18:15 სთ. ყოველი მომდევნო ტური დაიწყება თითოეული ტურის დასრულების შემდეგ.

საერთო წესები:

ტურის დაწყებიდან 3 წუთზე მეტის დაგვიანების შემთხვევაში მონაწილეს ჩაეთვლება წაგება.

გამარჯვებულები:

I, II, III  საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები და 1 საუკეთესო მანდილოსანი, დაჯილდოვდება მედლებით, დიპლომებით და ფასიანი საჩუქრებით, ჩემპიონი აგრეთვე დაჯილდოვდება თასით.

ტურნირის ყველა მონაწილეს გადაეცემა სიმბოლური საჩუქრები.

ტურნირის  დირექტორი – საერთაშორისო დიდოსტატი სალომე მელია