მსოფლიო თასის გათამაშებაშის ფარგლებში გამართულ ევროპის ჰიბრიდულ შესარჩევ ტურნირში ქართველმა მოჭადრაკეებმა წარმატებით იასპარეზეს.
საქართველოს ნაკრების წევრებმა: ბაადურ ჯობავამ და ლუკა პაიჭაძემ სოჭში დაგეგმილი მსოფლიო თასის გათამაშების საგზური მოიპოვეს!
ბაადურ ჯობავამ შესარჩევ ტურნირის მინი მატჩებში დაამარცხა: ფროდე ელნესი (ნორვეგია;2459), ფილიპ პანჩევსკი (მაკედონია;2519), სიმონ გუმულარზი (პოლონეთი;2517).
ლუკა პაიჭაძის მიერ დამარცხებულთა შორის არიან: ევროპის 2019 წლის ჩემპიონი ივან შარიჩი(ხორვატია;2645) ემილ რისტევსკი (მაკედონია;2395),ვოიტეხ პლატი (ჩეხეთი;2556).
ტურნირში მონაწილეობას იღებდა ბათუმელი საერთაშორისო ოსტატი ნოდარ ლორთქიფანიძეც, რომელიც სერბ დიდოსტატ ივან ივანისევიჩთან დაძაბულ ორთაბრძოლაში დამარცხდა.
მსოფლიო თასის გათამაშება ქალაქ სოჭში 10 ივლისიდან 3 აგვისტომდე გაიმართება.