წარმატებით იასპარეზეს ქართველმა მოჭადრაკეებმა საფრანგეთის პირველ ონლაინ ღია ჩემპიონატზე. ბაადურ ჯობავამ 15-შესაძლებლობიდან 11,5 ქულა დააგროვა და მესამე საპრიზო ადგილზე გავიდა. ბათუმელმა დიდოსტატმა ნინო ბაციაშვილმა კი 11 ქულით ქალთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა. ტურნირის გამარჯვებული ვასილი ივანჩუკი გახდა.
საქართველოდან ასევე მონაწილეობდნენ: ნინო მაისურაძე, ბეგლარ ჯობავა და ბაჩანა ჩაბრაძე.
აღსანიშნავია, რომ ამ ჩემპიონატზე მონაწილეობას ღებულობდნენ მხოლოდ ის სპორტსმენები, ვისაც ერთხელაც კი ნათამაშები ჰქონდა საფრანგეთის საკლუბო ჩემპიონატი.