7 ივნიისს, რუმინეთის ქალაქ კონსტანტაში დასრულდა ევროპის სასკოლო ჩემპიონატი – 2025.
ღონისძიება 6 ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა: U7, U9, U11, U13, U15 და U17, ღია და გოგონათა შორის. თითოეული ტურნირი 9 ტურად გაიმართა, დროის კონტროლით 90 წუთი, 30 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე.
ჩემპიონატში 14 ევროპული ფედერაციის 200-ზე მეტი მოთამაშე მონაწილეობდა, ხოლო საქართველოს სახელით 15 სპორტსმენი ასპარეზობდა.
აღსანიშნავია, რომ ჩვენმა წარმომადგენლებმა 8 მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში მეორე ადგილი დაიკავეს!
ქართველი მოჭადრაკეების ინდივიდუალური შედეგები:
ლილე სვანაძე – I ადგილი (9 წლამდდე გოგონათა შორის) 9-დან 8.5 ქულა
სარა სალთხუციშვილი – I ადგილი (11 წლამდე გოგონათა შორის) 9-დან 8 ქულა
გაბრიელ გაბადაძე – I ადგილი (13 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 7.5 ქულა
ანდრია კვირიაშვილი – I ადგილი (15 წლამდე ჭაბუკთა შორის) 7-დან 5.5 ქულა
ბარბარე აშოთია – II ადგილი (15 წლამდე გოგონათა შორის) 9-დან 6 ქულა
დავით თათვიძე – II ადგილი (13 წლამდე ჭაბუკთა შორის) 9-დან 7.5 ქულა
თეკლა კოღუაშვილი – III ადგილი (15 წლამდე გოგონათა შორის) 9-დან 5.5 ქულა
ერეკლე ტაბატაძე – III ადგილი (15 წლამდე ჭაბუკთა შორის) 7-დან 5 ქულა