ქალთა მსოფლიო თასის მერვედფინალის შედეგები

17 ივლისს, ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის IV ეტაპის II პარტია გაიმართა. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

აღსანიშნავია, რომ ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე ქალთა მსოფლიო თასის მეოთხედფინალში გავიდა! მერვედფინალში ნანამ მსოფლიოს ექს-ჩემპიონი (2015-2106წწ.) მარია მუზიჩუკი 1.5-0.5-ით დაამარცხა.

მეოთხედფინალში ნანა ძაგნიძე შეეჯიბრება ლეი ტინგჟის.

მერვედფინალის შედეგები 2 პარტიის შემდეგ:

  • მარია მუზიჩუკი (2492) 0.5-1.5 ნანა ძაგნიძე (2505)
  • სონგ იუქსინი (2410) 1.5-0.5 ლელა ჯავახიშვილი (2432)
  • კატერინა ლაგნო (2515) 1-1 ხარიკა დრონოვალი (2483)
  • ალექსანდრა კოსტენიუკი (2471) 1-1 ჰამპი კონერუ (2543)
  • რამეშბაბუ ვაიშალი (2481) 1-1 მერუეტ კამალიდენოვა (2330)
  • ლეი ტინგჟი (2552) 1.5-0.5 უმიდა ომონოვა (2211)
  • ტან ჟონგი (2546) 1.5-0.5 იულია ოსმაკი (2468)
  • დივია დეშმუხი (2463) 1-1 ჟუ ჟინერი (2547)

მეოთხედფინალის საგზურის მოსაპოვებლად გადათამაშებაში იასპარეზებენ:

  • კატერინა ლაგნო (2515) VS ხარიკა დრონოვალი (2483)
  • დივია დეშმუხი (2463) VS ჟუ ჟინერი (2547)
  • რამეშბაბუ ვაიშალი (2481) VS მერუეტ კამალიდენოვა (2330)
  • ალექსანდრა კოსტენიუკი (2471) VS ჰამპი კონერუ (2543)

ჩემპიონატს სამწუხაროდ, მერვედფინალში ქართველი მოჭადრაკე ლელა ჯავახიშვილი გაეთიშა.