შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში, სტარტი აიღო ქალთა მსოფლიო გრან პრის მესამე ეტაპმა ნანა ძაგნიძის მონაწილეობით.
ასპარეზობა წრიული სისტემით 11 ტურად გაიმართება 12 მონაწილეს შორის. სათამაშო დღეები: 2-7; 9-13 მარტი; დასვენების დღე 8 მარტი;
გრან პრის მესამე ეტაპზე მონაწილეობენ:
- ცზიუ ვენცზიუნი (ჩინეთი;2583)
- ალექსანდრა გორიაჩკინა (რუსეთი;2579)
- მარია მუზიჩუკი (უკრაინა;2551)
- ანა მუზიჩუკი (უკრაინა;2535)
- ჰარიკა დრონოვალი (ინდოეთი;2517)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო;2509)
- ალინა კაშლინსკაია (რუსეთი; 2485)
- ალექსანდა კოსტენიუკი (რუსეთი;2482)
- პია კრამლინგი (შვედეთი;2475)
- ჟანსაი აბდუმალიკი (ყაზახეთი; 2461)
- ანტუანეტა სტეფანოვა (ბულგარეთი;2453)
- მარი სება (საფრანგეთი;2443)
მსოფლიო ქალთა გრან პრის ორი ეტაპის შედეგთა ჯამით ლიდერობს ჰამპი კონერუ 293 ქულით, მეორე ადგილზე 253 ქულით ალექსანდრა გორიაჩკინაა, შემდეგ მოდიან ეკატერინა ლაგნო (180 ქულა) და ალექსანდრა კოსტენიუკი (178 ქულა).