ქალთა გრან პრის შედეგები

16 მაისს, ავსტრიის გროსლობმინგში დასრულდა მსოფლიო ქალთა გრან პრის დასკვნითი, მეექვსე ეტაპის გათამაშება.

ქალთა შორის გრან პრის სერია ჭადრაკში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობაა და მასში მსოფლიოს 20 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობდა.

გრან პრის ციკლი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მის ფარგლებში ექვსი ტურნირი ჩატარდა, თითოეული 10 მონაწილით. ყველა მოთამაშემ მინიმუმ 3 ეტაპზე იასპარეზა, სადაც ქულები ეწერებოდათ დაკავებული ადგილების მიხედვით.

მეექვსე ეტაპზე I-II ადგილი ანა მუზიჩუკმა და ჟუ ვინერმა გაინაწილეს 6-6 ქულით, დამატებითი მაჩვენებლებით პირველობა უკრაინელმა მოჭადრაკემ ანა მუზიჩუკმა მოიპოვა. მესამე ადგილზე 5,5 ქულით ტან ჟონგი გავიდა.

ტურნირში ორი ქართველი მოჭადრაკე: ნანა ძაგნიძე და ლელა ჯავახიშვილი მონაწილეობდა. ძაგნიძე 4,5 ქულით მეხუთე, ხოლო ჯავახიშილი 4 ქულით მერვე ადგილზე გავიდა.

სერიის ორი საუკეთესო მოჭადრაკე: ჟუ ვინერი და ალეკსანდრა გორიაჩკინა 2026 წლის ფიდეს კანდიდატთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

კანდიდატთა ტურნირში გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.

საბოლოო სატურნირო მდგომარეობა:

  • 1. ანა მუზიჩუკი (უკრაინა; 2526)- 6 ქულა
  • 2. ჟუ ვინერი (ჩინეთი; 2541) – 6 ქულა;
  • 3. ტან ჟონგი (ჩინეთი; 2536) – 5,5 ქულა;
  • 4. ვაიშალი რამეშბაბუ (ინდოეთი; 2475) – 5 ქულა;
  • 5. ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2509)- 4,5 ქულა;
  • 6. მარია მუზიჩუკი (უკრაინა; 2494) – 4,5 ქულა;
  • 7. ალეკსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია; 2479) – 4 ქულა;
  • 8. ლელა ჯავახიშვილი (საქართველო; 2430) – 4 ქულა;
  • 9. ოლგა ბადელკა (ავსტრია; 2426) – 3,5 ქულა;
  • 10.ნურგულ სალიმოვა (ბულგარეთი; 2399) – 2 ქულა.