ქალთა გრან პრის პირველი ეტაპი

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, მსოფლიო საჭადრაკო ორგანიზაციასთან პარტნიორობით და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით,14-24 აგვისტოს, თბილისში, ქალთა გრან-პრის 2024-2025 წლის გათამაშებას მასპინძლობს.

ქალთა გრან პრის პირველი ეტაპის გახსნის საზეიმო ცერემონია სასტუმრო ‘ბილტმორში’ გაიმართა.

გრან-პრის გათამაშება ჭადრაკში ქალთა შორის — ეს არის ტურნირების სერია მსოფლიოს 20 უძლიერეს მოჭადრაკე ქალთა შორის და ქალთა ჭადრაკში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპარეზობად ითვლება.

გრან-პრის სერია ორი წელი გრძელდება და მის ფარგლებში ექვსი ტურნირი ტარდება, თითოეულში 10 მოჭადრაკის მონაწილეობით.

I ეტაპის ტურნირის მონაწილეები:

  • ნანა ძაგნიძე (საქართველო)
  • ლელა ჯავახიშვილი (საქართველო)
  • ანა მუზიჩუკი (უკრაინა)
  • მარიამ მუზიჩუკი (უკრაინა)
  • სარასადატ ხადემალშარიეჰი (ესპანეთი)
  • რამეშბაბუ ვაიშალი (ინდოეთი)
  • ალინა კაშლინსკაია (პოლონეთი)
  • ბიბისარა ასაუბაიევა (ყაზახეთი)
  • სტავრულა ცოლაკიდუ (საბერძნეთი)
  • ალეკსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია)

გრან-პრის ტურნირებში დაგროვილ ქულათა საერთო ჯამით ორი საუკეთესო მოჭადრაკე მოიპოვებს მონაწილეობის უფლებას 2026 წელს დაგეგმილ ფიდეს კანდიდატთა ტურნირში ქალთა შორის, სადაც გამარჯვებული მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.