6 მაისს, ავსტრიის ქალაქ გროსლობმინგში, სტარტი აიღო მსოფლიოს ქალთა გრან პრის დასკვნითმა VI ეტაპმა.
ქალთა შორის გრან პრის სერია ჭადრაკში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპარეზობაა და მასში მსოფლიოს 20 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობს. ტურნირზე თითოეული პარტია უმნიშვნელოვანესია საბოლოო შედეგისთვის.
ღონისძიების პირველი ტური 6 მაისს, თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყო.
ტურნირში მონაწილეობს მსოფლიოს წამყვანი მოჭადრაკე ქალები:
- ჟუ ვინერი (ჩინეთი; 2541)
- თან ჟონგი (ჩინეთი; 2536)
- ანა მუზიჩუკი (უკრაინა; 2526)
- ნანა ძაგნიძე (საქართველო; 2509)
- მარია მუზიჩუკი (უკრაინა; 2494)
- ალეკსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია; 2479)
- ვაიშალი რამეშბაბუ (ინდოეთი; 2475)
- ლელა ჯავახიშვილი (საქართველო; 2430)
- ოლგა ბადელკა (ავსტრია; 2426)
- ნურგულ სალიმოვა (ბულგარეთი)
გრან პრის ციკლი ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობს და მოიცავს ექვს ტურნირს, თითოეულში 10 მონაწილით. ყველა მოთამაშე მინიმუმ 3 ეტაპზე ასპარეზობს, სადაც ქულები ეწერებათ დაკავებული ადგილების მიხედვით.
სერიის დასასრულს, ორი საუკეთესო მოჭადრაკე 2026 წლის ფიდეს კანდიდატთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.
გამარჯვებული კანდიდატთა ტურნირში მსოფლიო ჩემპიონთან თამაშის უფლებას მოიპოვებს.