საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და ფოთის საჭადრაკო კლუბი ′′ნანა′′-ს ორგანიზებით, 15-24 ივლისს, ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში გაიმართება ფოთის XV საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი.
ფესტივალში მონაწილეობა:
ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. აუცილებელია – ასაკობრივ ტურნირებში დაბადების მოწმობის, ხოლო ღია ტურნირებში პირადობის მოწმობის წარმოდგენა.
ფესტივალის ტურნირები და ღონისძიებები:
- A ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1801 და მეტი, ასევე ფიდეს წოდებიანი მოჭადრაკეები);
- B ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 2100 და ნაკლები);
- C ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1800 და ნაკლები);
- D ღია ტურნირი (ფიდეს რეიტინგი 1400 და ნაკლები);
- Ι ბლიც ტურნირი;
- ΙΙ ბლიც ტურნირი;
- 10 წლის ჭაბუკთა შორის (2012 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
- 10 წლის გოგონათა შორის (2012 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
- 8 წლის ჭაბუკთა შორის (2014 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
- 8 წლის გოგონათა შორის (2014 წ და შემდეგ წლებში დაბადებულნი);
ფესტივალის სათამაშო წესები:
დროის კონტროლი: A ღია ტურნირში – 90 წუთი 40 სვლაზე, შემდეგ 30 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
B, C და D ღია ტურნირებში და ასაკობრივ ტურნირებში 90 წუთი პარტიის ბოლომდე, 30 წამის დამატებით ყოველ სვლაზე;
ფესტივალის ტურნირები გაიმართება შვეიცარული სისტემით 9 ტურად;
საწევრო შესატანი:
საქართველოს მოქმედი ჩემპიონები 8 და 10 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის განთავისუფლებულნი არიან საწევრო შესატანისგან.
საწევრო ასაკობრივ ტურნირებში – 50 ლარი.
საწევრო B, C და D ღია ტურნირებში – 80 ლარი.
საწევრო ბლიც ტურნირებში – 25 ლარი.
საწევრო შენატანის წინასწარი ანგარიშსწორება იწარმოებს ფოთის საჭადრაკო კლუბის შემდეგ ანგარიშზე:
ა(ა)იპ ′′ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საჭადრაკო კლუბი ნანა′′.
საინდ. კოდი: 415099379
მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში.
მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა. ბანკის კოდი: TRESGE22. სახაზინო კოდი: 750177499
კოვიდ – 19 -თან დაკავშირებით მონაწილეთა, მსაჯთა და ორგანიზატორთა ვალდებულებები
განისაზღვრება საქართველოს ოკუპირებული ტეროტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციების
შესაბამისად.
ტურნირის დირექტორი: ფიდეს საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
საკონტაქტო ტელეფონები: 593-399-264, 593-600-911
E-mail:
www.chesspoti.ge
https://www.facebook.com/AleksandriaCup2022