ფიდე-ს მსოფლიო თასი 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის

22 ივნისიდან 3 ივლისამდე, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ბათუმი კვლავ უმასპინძლებს ფიდეს მსოფლიო თასს 8,10,12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის.

ღონისძიება ტარდება საქართველოს სპორტის სამინისტროს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს, სპორტის დეპარტამენტის, ქალაქ ბათუმის მერიის, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით.

ტურნირი გაიმართება სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიო”-ში და ასპარეზობაში მონაწილეობას მიიღებს 40-მდე ქვეყნის 300 სპორტსმენი. თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრულია ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით ტურნირის დებულების შესაბამისად.

შეჯიბრი ჩატარდება ორ ეტაპად: 

● ეტაპი 1 – შვეიცარიული სისტემით 7 ტურად

● ეტაპი 2 – ერთმანეთს შეხვდებიან თითოეული ჯგუფიდან ერთსა და იმავე ადგილზე გასული მოთამაშეები

განრიგი:

22 ივნისი ჩამოსვლის დღე
23 ივნისი10:00კაპიტნების შეხვედრა
23 ივნისი14:30გახსნა
23 ივნისი15:001 ტური
24 ივნისი15:002 ტური
25 ივნისი15:003 ტური
26 ივნისი15:004 ტური
27 ივნისი15:005 ტური
28 ივნისი15:006 ტური
29 ივნისი15:007 ტური
30 ივნისიმსოფლიო ჩემპიონატი კომპოზიციების ამოხსნაშიდასვენების დღე
30 ივნისიოფიციალური მწვრთნელების ტურნირიდასვენების დღე
1 ივლისი15:001 ტური
2 ივლისი12:002 ტური
2 ივლისი ტაი – ბრეიქი
2 ივლისი20:00დახურვა
3 ივლისი გამგზავრება