ფიდე მსოფლიო თასის შედეგები მეოთხე ტურის შემდეგ

ქ. ბათუმში მიმდინარეობს ფიდეს მსოფლიოს თასი 8-12 წლამდე ჭაბუკთა და გოგონათა შორის. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს.

ტურნირი იმართება სასტუმრო ”გრანდ ბელაჯიო”-ში და ასპარეზობაში მონაწილეობს 40-მდე ქვეყნის 300 სპორტსმენი. თითოეულ კატეგორიაში მოთამაშეთა რაოდენობა განსაზღვრულია ფიდეს მიერ დადგენილი კვოტებით ტურნირის დებულების შესაბამისად.

საქართველოდან ასპარეზობაში ჩართულია 68 სპორტსმენი, მათ შორის 13 აჭარიდან.

აღსანიშნავია, რომ ტურნირის ყველა პარტია ლაივ დაფებზე თამაშდება.

ტურნირში პირველი ეტაპის მეოთხე ტურის შედეგების მიხედვით ლიდერობენ:

8 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  • მარკოვ მიხაილ ევ. (Group A) ფიდე
  • კალინინ ბოგდან (Group B) ფიდე

8 წლამდე გოგონათა შორის:

  • ვოლკოვა ვარვარა (Group A) ფიდე
  • სრინიხილა იადავილი (Group B) ინდოეთი
  • ანვი დიპაკ ჰინგე (Group B) ინდოეთი
  • ბისალიევა ალიშა (Group B) ყაზახე

10 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  • პროტოპოპესკუ ლუკა (Group A) საფრანგეთი
  • მანი სარბარტი (Group A) ინდოეთი
  • სამანტა ააიანშ (Group A) ამერიკა
  • ოიშიკ მონდალ (Group B) ინდოეთი

10 წლამდე გოგონათა შორის:

  • ვოლკოვა ნადეჟდა (Group A) ფიდე
  • ობრაზცოვა დოფია რომ (Group A) ფიდე
  • დივი ბიჯეშ (Group B) ინდოეთი

12 წლამდე ჭაბუკთა შორის:

  • სამეჰ მოჰამედ აბდალრაჰამ (Group A) უგვიპტე
  • ლინგ ჩენხან (Group B) ამერიკა
  • ბულგაკ დამირ (Group B) ფიდე
  • ზაბელინ პლატონ (Group B) ფიდე

12 წლამდე გოგონათა შორის:

  • ხელმუნ იდერ (Group A) მონღოლეთი
  • ხუ ტიანაო (Group A) ჩინეთი
  • პრატიტი ბორდოლოი (Group B) ინდოეთი