ფიდეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია ტურნირის ფამარჯვებულები

სასტუმრო ‘ბილთმორში’ დასრულდა ფიდეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ელვისებურ ჭადრაკში.

შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით 9 ტურად გაიმართა და მისი საპრიზო ფონდი 17 000 ლარს შეადგენდა.

ასპარეზობას განასაკუთრებული ელფერი შემატა მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდის, ნონა გაფრინდაშვილის, საქართველოს ქალთა და ვაჟთა ნაკრების წევრთა მონაწილეობამ.

ვაჟთ შორის, 7-7 ქულით პირველობა გაინაწილეს და დამატებითი მაჩვენებლებით შემდეგნაირად განაწილდნენ:

  • I ადგილი – გიგა ყუფარაძე
  • II ადგილი – ბაადურ ჯობავა
  • III ადგილი -ლევან ფანცულაია.

ქალთა შორის 5,5 ქულით პირველობა სოფიკო ხუხაშვილმა დაისაკუთრა. გამარჯვებულს ნახევარი ქულით ჩამორჩნენ და II-III ადგილი გაიყვეს: ნინო ბაციაშვილმა და მერი არაბიძემ.

ტურნირში ასევე დაწესებული იყო პრიზები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

50+ სენიორთ ნომინაციის გამარჯვებულები – ციალა ქასოშვილი, მიხეილ კეკელიძე.

65+ ნომინაციის გამარჯვებული – ნონა გაფრინდაშვილი.

18 წლამდე ნომინაციის გამარჯვებულები: ლულუ დიასამიძე დავით თათვიძე.