საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, 17-18 დეკემბერს, თბილისში ფიდეს 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღია და ქალთა ტურნირები ელვისებურ ჭადრაკში გაიმართება.
ტურნირები და ღონისძიებები:
- ღია ტურნირი;
- ქალთა ტურნირი.
სათამაშო წესები:
- დროის კონტროლი: 5 წუთი პარტიის ბოლომდე, 2 წამის დამატებით ყოველ სვლაზე.
- ტურნირები ტარდება ფიდეს წესებით, შვეიცარული სისტემით 9 ტურად.
- არ დაითვლება ფიდეს რეიტინგი.
ტურნირში მონაწილეობა და რეგისტრაცია:
ტურნირებში დაიშვებიან მხოლოდ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წევრები;
ღია და ქალთა ტურნირებში მონაწილეობის უფლება აქვთ:
- ფიდეს საერთაშორისო წოდების (GM, WGM, IM, WIM) მქონე მოჭადრაკეებს;
- 2024 წლის 14 – 20 წლამდე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატის პრიზიორებს;
- 2024 წლის 14 – 20 წლამდე საქართველოს ჩემპიონებს სტანდარტულ ჭადრაკში.
ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს გადახდილი 2024 წლის საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის წლიური საწევრო შესატანი (დანართი 1) საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საბანკო ანგარიშზე (სს “საქართველოს ბანკი” საბანკო ანგარიში: GE30BG0000000584705115). ხოლო, 18 წლამდე ასაკის მოჭადრაკეებს კი ასევე, დამატებით შევსებული ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/vJGBfSvyoMGPpAgDA
მონაწილეებმა რეგისტრაციისას უნდა შეავსონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა –
https://forms.gle/Xye18uAe8ubEBLeD9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2024 წლის 16 დეკემბერი 18:00 საათი.
ნატა ალავიძე: ელ-ფოსტა – მობ: 558 11 86 83
ტურნირების განრიგი:
პრიზები:
ღია და ქალთა ტურნირებში I – III ადგილზე გასულები დაჯილდოვდებიან დიპლომითა და
ფულადი პრიზით.
საპრიზო ფონდი – 17000 ლარი:
ტურნირის დირექტორი: საერთაშორისო ორგანიზატორი – დათო კოდუა
ტურნირის მთავარი მსაჯი: საერთაშორისო არბიტრი – მარგალიტა თანდაშვილი