13 ივლისს ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის III ეტაპის II პარტია გაიმართა. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
ქართველების მესამე ეტაპის შედეგები:
- Dzagnidze, Nana (1-1) Gunina, Valentina
- Arabidze, Meri (1-1) Kosteniuk, Alexandra
- Javakhishvili, Lela (1.5-0.5) Shuvalova, Polina
- Khotenashvili, Bella (0-2) Muzychuk, Mariya
გადათამაშებაში იასპარეზებენ:
- ძაგნიძე ნანა
- არაბიძე მერი
ტურნირს სამწუხაროდ, მესამე ეტაპიდან გაეთიშა: ხოტენაშვილი ბელა.
მონაწილეთათვის, რომლებმაც მატჩი ფრედ დაასრულეს, თაი-ბრეიქი გაიმართება 14 ივლისს 15:00 საათზე. დროის კონტროლი: პირველი ორი პარტია 15 წუთი 10 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე, თუ მატჩი ფრედ დასრულდა შემდეგი ორი პარტია თამაშდება 10 წუთი 10 წამის დამატებით თოითოეულ სვლაზე, თუ ისევ ფრედ დასრულდა შემდეგი ორი პარტია თამაშდება 5 წუთი 3 წამის დამატებით თოთოეულ სვლაზე და თუ ისევ ფრედ სრულდება მატჩი შემდეგი პარტია თამაშდება 3 წუთი 2 წამის დამატებით თითოეულ სვლაზე, პირველ მოგებამდე.