ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის მეორე ეტაპის შედეგები

10 ივლისს ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის II ეტაპის II პარტია გაიმართა. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.

ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.

ქართველების მეორე ეტაპის შედეგები:

  • Dzagnidze, Nana (2-0) Charochkina, Daria
  • Batsiashvili, Nino (0.5-1.5) Kaliakhmet, Elnaz
  • Arabidze, Meri (1.5-0.5) Efroimski, Marsel
  • Javakhishvili, Lela (1.5-0.5) Fataliyeva, Ulviyya
  • Khotenashvili, Bella (1.5-0.5) Salimova, Nurgyul
  • Kirtadze, Anastasia (0-2) Tan, Zhongyi
  • Mgeladze, Kesaria (0-2) Divya, Deshmukh

მესამე ეტაპზე იასპარეზებენ:

  • ძაგნიძე ნანა
  • არაბიძე მერი
  • ჯავახიშვილი ლელა
  • ხოტენაშვილი ბელა

ტურნირს სამწუხაროდ, მეორე ეტაპიდან გაეთიშნენ: ნინო ბაციაშვილი, კესარია მგელაძე და ანასტასია კირთაძე.

მონაწილეთათვის რომლებმაც მატჩი ფრედ დაასრულეს, თაი-ბრეიქი  გაიმართება 11 ივლისს 15:00 საათზე.