7 ივლისს ფიდეს ქალთა მსოფლიო თასის I ეტაპის II პარტია გაიმართა. ასპარეზობა საერთაშორისო საჭადრაკო ფედერაციის (ფიდე), საქართველოსა და აჭარის ჭადრაკის ფედერაციების ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიების მხარდამჭერებია: საქართველოს სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი.
საქართველოდან ჩემპიონატში 7 სპორტსმენი ასპარეზობს, მათ შორის 2 აჭარიდან. პირველ ეტაპზე 3 ქართველი მონაწილეობდა: ბელა ხოტენაშვილი, ანასტასია კირთაძე და კესარია მგელაძე.
აღსანიშნავია, რომ ბელა ხოტენაშვილმა 2-0 დაამარცხა თავისი მეტოქე, კესარია მგელაძემ 1.5-0.5 გაიმარჯვა და ისინი 9 ივლისიდან მეორე ეტაპში მიიღებენ მონაწილეობას. ანასატასია კირთაძემ 1-1 დაასრულა თავისი მატჩი და 8 ივლისს ტაი-ბრეიქში მიიღებს მონაწილეობას.
ტაი-ბრეიქი გაიმართება 8 ივლისს 15:00 საათზე, ხოლო მეორე წრის პირველი პარტია 9 ივლისს 15:00-საათზე.
მეორე წრის განრიგი:
